2021 წლის 27-30 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს განყოფილების ორგანიზებით გაიმართა კავკასიის მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და პოლიმერულ მასალებში. სიმპოზიუმი ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, პოლონეთის, ინდოეთის, რუსეთის, ამერიკის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. დაიბეჭდა სიმპოზიუმის 112 თეზისი. გაკეთდა 30 მდე ზეპირი მოხსენება, როგორც პირდაპირ რეჟიმში, ასევე ზუმით. გამიზნულია კონფერენციის მასალების გამოცემა ცალკე წიგნად კანადაში გამომცემლობა Apple Academic Press-ში.
ამერიკის ქიმიური საზოგადოების თბილის განყოფილების მიერ დაწესდა ფულადი პრემია ზეპირად მომხსენებელი ახალგაზრდა მეცნიერთათვის 150 დოლარის ოდენობით. აღნიშნული პრემიით დაჯილდოვდნენ ქიმიის დოქტორები თემურ და თენგიზ ქანთარიები აგრარული უნივერსიტეტიდან, რომლებიც დღეისათვის მიუნსტერის (გერმანია) უნივერსიტეტში იმყოფებიან დაადის პროგრამით სტაჟირებაზე.
საუკეთესო სტენდური მოხსენებისათვის სპეციალურად გამოყოფილმა კომისიამ (თავმჯდომარე პროფ. ჟოზეფ ჰაპონიუკი, წევრები: ასისტ პროფესორი ჯუსტინა კაზლოვსკა და დოქტორი თამარ თათრიშვილი) სიგელები გადასცა დ. გაბელაიას თსუ სანდიეგოს უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტს, ნ. დუმბაძეს აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრს, ნ კვინიკაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრს და თ. დუნდუას თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრს.